,,არ არის სიჩუმეზე უფრო ტკბილი მუსიკა;
არ არის იმაზე ღრმა სიტყვები,ვიდრე მდუმარებაა;
არ არის დედამიწის ფერთაგან უფრო მშვენიერი,
ვიდრე წყვდიადი გამოქვაბულის სენაკისა,
რომელშიც ანაქორეტი(განდეგილი)ლოცულობს".
არქიმანდრიტი რაფაელი
რაჭის მიწა უამრავ საიდუმლოს ინახავს.ჯერ კიდევ მიუკვლეველი და ამოუცნობია ბევრი რამ,ჩვენ წინაპართა მოღვაწეობას რაც მოჰფენდა ნათელს.რაჭა მარტო ბუნების სიმშვენიერით როდი გამოირჩევა,ჩვენთვის საამაყოა მისი წარსულიც,რომლის ერთი ნათელი გამოვლინება სამონასტრო ცხოვრებაა.
ადრეულ ეპოქათა არქეოლოგიური ძეგლების გარდა,ბლომადაა ქრისტისნული ხანის ეკლესია-მონასტერთა ნაშთები,რომელთ შექმნისა და განვითარების შესახებაც ცოტა რამ თუ ვიცით,ან საერთოდ არაფერი.
რაჭის ეკლესია-მონასტრებისა და აქ დაცული სიძველეების მეცნიერული შესწავლა დაიწყო XIX საუკუნეში და გრძელდება დღემდე.მარი ბროსემ,დიმიტრი ბაქრაძემ,პრასკოვია უვაროვამ,ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა მნიშვნელოვანი გამიკვლევები დაგვიტოვეს.უდიდესი შრომა გასწია ამ მიმართულებით დიდმა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ 1920-იან წლებში.მისი ძალისხმევით მოხერხდა გადარჩენილი საელესიო ფასეულობების საიმედოდ დაბინავება და აღწერა.მანვე შეისწავლა რაჭის მრავალი ტაძარი,რომელთა დიდმა ნაწილმაც ჩვენამდე ვეღარ მოაღწია და მხოლოდ მისეული აღწერილობით ვიცნობთ.
რაჭის წარსულისა და დღევანდელოს მკვლევარს ლევან ფრუიძეს მიაჩნია,რომ რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობის დასაწყისი VI-VII საუკუნეებით შეიძლება განისაზღვროს,თუმცა ამ პერიოდის ნაგებობათა ნაშთები ჯერჯერობით მკვლეული არაა.მხოლოდ VIII-IX საუკუნეებით თარიღდება ჯოისუბნისა და მეჭვრეთის ბრწყინვალე ტაძრები,რომელთაგანაც მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი და ისიც სანახევროდ.
ეკლესია-მონასტერთა აღმშენებლობამ ფართო მასშტაბები შეიძინა X-XI საუკუნეებში,რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო რაჭის ძლიერი საერისთვოს ჩამოყალიბებამაც.ამ დროს იგება შესანიშნავი ტაძრები:ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის,კრიხის მთვარანგელოზთა,მრავალძალის წმ.გიორგის,ღვიარის ჯვარცმის,პატარა ონის ,,რაკეთის" წმ.ნიკოლოზის,ტბეთის მთვარანგელოზთა,ბრილის წმ.გიორგის,ღების ჯვარცმის(შემდგომში მაცხოვრის),ბუბის ჯვრის,შოდის წმ.გიორგის,სხიერის ,,მირიანეული უძრავი" წმ.გიორგის,შეუბნის ,,სინაწმინდა",გორისუბნის წმ.ბარბარეს,მიქარწმინდის მთვარანგელოზის,მთის(ლეკნარის)წმ.გიორგის,ღადიშის წმ.გიორგის,ბოყვის მთავარანგელოზის და კიდევ მრავალი საყდარი.
XIII საუკუნიდან,ცნობილ მიზეზთა გამო,რაჭის კულტურული და ეკონომიკური დონე დაქვეითებას იწყებს,რაც მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდება.საგრძნობლად კლებულობს როოგრც მშენებლობა,ისე აშენებულის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ღირებულება.
დაღმასვლა დაეტყო რაჭის მონასტრებსაც.ნელ-ნელა მცირდება როგორც სავანეთა რიცხვი ,ისე აქ მოღვაწეთა რიცხვი.განვითარებულ შუა საუკუნეებში რაჭა 30-მდე მონასტერს ითვლიდა,XIX საუკუნეს მხოლოდ სამი:ჭელიშის,ველტყევისა და სორის სავანეები შეხვდა მოქმედი და ისიც ძველებურ ბრწყინვალებას მოკლებული.XX საუკუნეს კი მარტო ჭელიშის უდაბნო შემორჩა 1930-იანი წლების ბოლომდე და ამით დასრულდა რაჭის სამონასტრო ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი და შინაარსიანი მატიანე.
:)
ReplyDelete:)
ReplyDelete