როგორც დავრწმუნდით,რაჭას ღრმა სარწმუნოებით გაჟღენთილი ქრისტიანული წარსული გააჩნიაა.ამის დასტური,სხვა რომ არაფერი ვთქვათ,400-ზე მეტი ტაძარია(ზოგი სრულიად,უმეტესი ნანგრევების სახით) ისტორიის სხვადასხვა პეროდებში აშენებული.სწორედაც რომ მხოლოდ ასეთი ღრმა სარწმუნოების წიაღში იყო შესაძლებელი ისეთი და იმდენი სავანის დაარსება,როგორსაც და რამდენსაც ჩვენ ვიცნობთ თუნდაც.მოკიდებული დასაბამიდან,რიგ ძნელბედობების მიუხედავად,ბზარი არ გასჩენია ჭეშმარიტ სარწმუნოებას რაჭაში,ვიდრე ტოტალური შეტევა და ნგრევა არ განახორციელეს მასონურ-კომუნისტურმა ძალებმა,თომცა მაშინაც კი ვერ ჩაკლეს ბოლომდე ხალხში დალექილი სიყვარული ქრისტეს სწავლებისადმი,რაც მუდმივ გამოვლინებას პოულობდა ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებაში.
ღვთის მადლით,თითქმის ორი საუკუნის შემდეგ კვლავ აღდგა რაჭაში ეპარქია.რამდენიმე ტაძარში აღესრულება ყოველდღიური მღვდელმსახურება...მაღალყოვლადუსამღვდელოესმა,ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა ელისემ(ჯოხაძე) ირგვლივ შემოიკრიბა სასულიეროთა ღირსეული კრებული.რაჭა ხომ მუდამ მდიდარი იყო მადლით გაბრწყინებული,ღვთივსათნო სასულიერო პირებით. ,,აქამდისაც რომ არ მქონოდა გულში სამღვდელოთა სიყვარული,აქ ჩამესახებოდა,ასეთი მღვდლები ყოფილანო."-უთქვამს 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას აკაკი წერეთელს და იგივეს გავიმეორებ თავად 2013 წელს.განსაკუთრებული სიყვარული გამაჩნია ამბროლაურის მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურებისადმი.მამა პეტრე თევდორაძე,მამა თორნიკე და მამა ელიზბარი იმ მოძღვრების რიცხვში არიან,ვის მიმართაც უდიდესი სიყვარული გამაჩნია.
დიდ შეფასებას აძლევდა რაჭის სამღვდელოებას ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი.მღვდელმთავარმა რამდენჯერმე მოიარა მთლიანი რაჭა.
დასანანია მხოლოდ,რომ ერთ დროს უმშვენიერესი ბევრი ტაძარი ბედუკუღმართობამ და ზოგჯერაც ადამიანთა გულგრილობამ სავალალო დღეში ჩააყენა,ხოგი მიწასთან გაასწორა,ზოგიც დაზიანებული სახით შემოგვრჩა და შველას გვთხოვს.ძალზე კარგია ახალი ეკლესიების აგება,მაგრამ ძველი ტაძრების მოვლა-პატრონობა რომ უფრო დიდი მადლისააა,ეს საყოველთაოდააა ცნობილი(მით უფრო,თუ ძეგლს ხუროთმძღვრული ღირებულება გააჩნია).
მეტად მნიშვნელოვანია,რომ ეპარქიის შემომწირველთა და სათანადო ორგანოების ძალიხმევით მოხერხდა 1990 წლის მიწისძვრით დაზინებული რამდენიმე ტაძრის შეკეთება.ამასთანავე საიმედოდაა დაცული ატმოსფერული ზემოქმედებისაგან და აღდგენის პროცესშია კრიხისა და მრავალძალის ბრწყინვალე საყდრები.თუმცა სასურველია მეტის გაკეთება.
ამ ბოლო წლებში აიგო ახალი ტაძრები:ონში,უწერაში,სორში,ჭრებალოში,საკაოში,ფარახეთში,ზვარეთში,ხეითში,შქმერში...
უნდა ვიწამოთ,რომ ამდენ აღმშენებლობას მონასტრის საფუძვლის ჩაყრაც მოჰყვება და ბერმონაზონთა გულმხურვალე ლოცვა-ვედრების უდიდესი ძალა და მადლი არ მოაკლდება რაჭას!
No comments:
Post a Comment