ჩვენ დავათვალიერეთ მიმდებარე ეზო,როგორც აღმოჩნდა ადრე აქ გაცხოველებული სამონასტრო ცხოვრება ყოფილა,აღმოვაჩინეთ მონასტრის ნანგრევები.უამრავი ხატი ინახება იქვე არსებულ ფარდულში.ამ ხატების შენარჩუნებას ესაჭიეროება ხელსაყრელი პირობები,წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმეტეს ნაწილს განადგურება ემუქრება(მოგეხსენებათ კვირიკეწმინდა ზღვ.დონიდან 1040 მეტრზეა).ხატები მხოლოდ ღვთის ანაბარაა დატოვებული.
ჩვენ გავესაუბრეთ სოფლის მოსახლეობას,რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ამოვიდნენ ტაძარში,როცა გალობისა და ზარის ხმა შემოესმათ.ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვიამბო,რომ ეს ტაძარი ადრე დაუნგრევიათ და ახლანდელი ნაგებობობა მის ნანგრევებზეა აშენებული.
კვირიკეს სახელობის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია 1990 წელს, სოფელს კვირიკეწმინდა ჰქვია ,კომუნისტებმა შეუცვალეს სახელი და ეძახდნენ კორტს, ასე რომ სოფელ კორტთან კი არ მდებარეობს, სოფელ კორტში (კვირიკეწმინდაში) ეს ტაძარი. ტაძარი უკვე რესტავრირებულია, მაგრამ არ არის მოქმედი, რაც შეეხება ფარდულში შენახულ ხატებს, მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც ღვთის ანაბარა არაა მიტოვებული. :)
ReplyDeleteშენიშვნას ვითვალისწინებ მაგრამ ტაძრის საკურთხეველი არ იყო გაკეთებული და სწორედ მაგაზე გავამახვილე ყურადღება,აკლია კანდლებიც :) და ფარდულის კარი ვინც გაგვიღო იმ ადამიანმა გვითხრა,რომ ხატები ხშირად ნესტიანდება :) მე არ მომიგონია ეს :)
Deleteსაინტერესო ბლოგია. ეკლესია სიძველითა და არქიტექტურითაა გამორჩეული. დათარიღებულია x - xi საუკუნეებით.( ქართული საბჭოთა ენციკლოპედია )კომუნისტების ეპოქაში არ დაუნგრევიათ. კორტი ჰქვია ერთ-ერთ უბანს სოფელში. ( კორტი, კორტოხი ნიშნავს ქვიან ადგილს- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი). ახლა სოფელს უკვე ისევ ძველი სახელი კვირიკეწმინდა ჰქვია. მოსახლეობა ყურადგებას არ აკლებს ეკლესიას შეძლებისდაგვარად.
ReplyDeleteამ ეკლესიას ძალიან საინტერესო წარსული აქვს
ReplyDelete