კვლევის მოკლე აღწერა

კვლევის მიზანი: ჩემი კვლევის მიზანი იყო დამენახვებინა საზოგადოებისთვის რაჭის ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი რესტავრირება.
საკვლევი ობიექტები:მოგეხსენებათ რაჭაში უამრავი მონასტერია,ამიტომ თვალსაჩინოების მიზნით ავარჩიე რამოდენიმე მონასტერი,ესენია:მრავალძალი,ნიკორწმინდა,ჭელიშის მონასტერი,ბარაკონი,ლაბეჭინა,მეჭვრეთი,ლეკნარი და კვირიკეწმინდა.
სანამ უშუალოდ პროექტზე გადავალ,მინდა ავღნიშნო ისიც რომ,თავად ვიმყოფებოდი რაჭაში მოსალოცად  და საკუთარი თვალით ვნახე თუ რა მდგომარეობა იყო იქ არსებულ ტაძრებში.
 სამწუხარო ის ფაქტი გახლდათ რომ,ტაძრების მხოლოდ 20% იყო რესტავრირებული,50% პროცენტი კი საჭიროებდა რესტავრაციას(დანარჩნი 30% აღდგენის პროცესში იყო),უფრო მეტიც,ტაძრების ნახევარაზე მეტი მიტოვებულია,რადგან მათთან მისასვლელი გზა თითქმის აღარ არსებობს.

No comments:

Post a Comment