ნაქერალას მთის დაბოლოებაზე დღეს ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესიის მხოლოდ სანახევროდ დანგრეული კედლებიღაა შემორჩენილი.ტაძრის ქვემოთ,კლდეში გამოჭრილია წყლის შესაკრები აუზი,რომელიც თლილი ქვითაა ამოყვანილი.აქ მუდამაა ანკარა წყალი ერთ დონეზე.
ეკლესიამდე მისასვლელი რამდენიმე გზა-ბილიკია.აქ შეიძლება მოვხვდეთ სოფ.ძმუისიდან,ზედა შავრადან,შაორიდან.დღესდღეობით ყველაზე მოსახერხებელი გზა სოფ.ნიკორწმინდიდანაა,საიდანაც 8-10 კმ სავალია.
ძველად ტაძარი მოიხსენებოდა როგორც ,,მთის წმინდა გიორგი" და ითვლებოდა ძლიერ,ყოვლისშემძლე სალოცავად.
1950-იან წლებში ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე მალაქაი დვალმა და სწორედ მან ივარაუდა პირველმა ოდესღაც აქ მონასტრის არსებობა.გამოკვლევების შედეგები ბ-მა მალაქიამ გამოაქვეყნა 1968 წელს,მეცნიერებათა აკადემიიის ჟურნალ ,,მაცნეში".მკვლევარი წერს:,,გალავნის შიგნით შესასვლელთანავეა გეგმაში სწორკუთხა სათავსოს ქვის კედლების ნანგრევი,რომელიც საყარაულო კოშკის ნაშთს უნდა წარმოადგენდეს.გალავნის შიგნით მრავლად შეიმჩნევა სხადასხვა ნაგებობათა კვალი,რაც იმაზე მიუთითებს,რომ ჩვენ საქმე გვაქვს რთულ სამონასტრო ანსამბლთან.ყველა ეს ნაგებობა ამჟამად დანგრეულია მათი კედლები ძირითადად დაფარულია ნაგრევებითა და მიწით,მაგრამ კარგად ჩანს,რომ ისინი ნაგები ყოფილან თლილი ქვით კირის ხსნარზე.
...გამოკვლევამ დაგვანახა:1) ლეკნარის სამონასტრო ანსამბლის ეკლესიის მთავარი ნავი აგებულია IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის I ნახევრამდე.
2) ჩრდილეოთ მინაშენი ძეგლზე მოგვიანებით,X საუკუნის დასასრულს ან XI საუკუნის პირველ მესამედში მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია."
No comments:
Post a Comment