ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ჭელიშის მონასტერმა მიიქცია.
მდ. შარეულას მშვენიერ და ღრმა ხეობაში,საშევარდნე მთის ძირას პატარა დავაკებაა,სადაც დღესაც დგას ჭელიშის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის სანახევროდ დანგრეული ეკლესია და ახლად შეკეთებული სამრეკლო,ირგვლივ კი სამონასტრო ანსამბლის მრავალგვარი ნარჩენია.მონასტერი,როგორც განმარტოებით მდგარი,მოიხსენება ჭელიშის უდაბნოდაც.
ჭელიშის უდაბნო არსებობის ხანგრძლივობით რაჭის ყველა სავანეს აჭარბებს.აქ,სულ მცირე 10 საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა უწყვეტად.
ჭელიშმა უდიდესი მისია აღსრულა რაჭის სასულიერო და კულტურულ ცხოვრებაში.აქ მოღვაწე სამღვდელოთა უმრავლესობა თვის დროზე სწორედ აქ იღებდა საღმრთო სწავლა-განათლებას.
სავანიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით,მაღლით,კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის,რაც ერთიანი სამონასტრო ანსამბლის შემედგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გადმოცემათა მოხედვით აქ ბერმონაზონთა დამკვიდრება IX-X საუკუნიდან იწყება,რაც შეეხებს ტაძარს,იმავე ხანაში უნდა აშენებულიყო,რომელმაც პირვენდელი სახე დაიბრუნა და საფუძვლიანად შეკეთდა XVI საუკუნის მეორე ნახევარში,ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის(საყვარელიძე) ძალისხმევით.
ჭელიშის მონასტერში ინახებოდა უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა,წმინდა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა,სადაც ინახებოდა ,,მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი,შატბერდულზე უფრო ვრცელი.
არსებობის ვრცელ მონაკვეთზე,ჭელიშის სავანე რაჭის საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კერად გვევლინება და მხარის მთელ პერიმეტრს მოიცავს.
აღსანიშნავია,რომ ჭელიშის მონასტრის უკანასკნელ ბერს ლევანტი მეტრეველს 1937 წლამდე უცხოვრია უდაბნოში.მას მერე დიდი დრო გავიდა,ბევრი რამ შეიცვალა მზისქვეშეთში და ამ ბოლო დროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი,ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისეს(ჯოხაძე)ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით გამოცოცხლება დაეტყო ძველ მონასტერს;გარკვეულ დღეებშ,ივიდრე ტაძარი აღდგება წირვა-ლოცვა აღევლინება სამრეკლოში.გაჩნდა თავშესაფარიც...მისი დიდი სურვილია და იღვწის იმისათვის,რათა უდაბნოში კვლავ შეიქმნას პირობები ბერმონაზონთა დასამკვიდრებლად.
ჩვენთვის ცნობილია ჭელიშის მონასტრის 17 წინამძღვარი:
- არქიმანდრიტი დანიელი- 1800-იანი 1881 წწ.
- არქ. სვიმეონი(წულუკიძე)- 1881-1838 წწ.
- არქ. იოანე(იოსელიანი)- 1846-1852 წწ.
- არქ. ნიკოლოზი(ნიჯარაძე)- 1852-1856 წწ.
- არქ. ონიფატე(ნადირაძე)- 1856-1859 წწ.
- იღუმენი იოსები(ბაქრაძე)- 1860-1866 წწ.
- არქ. მაკარი(იაშვილი)- 1867-1891 წწ.
- არქ. ნიკიფორე(კანდელაკი)- 1892-1897 წწ.
- არქ. დანიელი(ახვლედიანი)- 1897-1902 წწ.
- არქ. ამბროსი(ხელაია)- 1902-1903 წწ.
- არქ. გრიგოლი(ჩხაიძე)- 1903-1906 წწ.
- არქ. კლიმენტი(ჩიქოვანი)- 1906-1916 წწ.
- იღუმენი პავლე(ჯაფარიძე)- 1916-1917 წწ.
- არქ. მაკარი- 1917 წ.
- იღუმენი იოანე(შანიძე)- 1917-1918 წწ.
- მღვდელმონაზონი დომენტი- 1918 წ.
- არქ. ლავრენტი(მეტრეველი)- 1918-1937 წწ.
ვინც უდაბნოსა შინა მდუმერებაში ცხოვრობს,ის სამი განსაცდელისაგან თავისუფალია:სმენის,ენისა და მზერისაგან;მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს-საკუთარი გულისგან.
წმინდა ანტონი დიდი
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმე ვარ სოფ. ნიკორწმინდის მკვიდრი მიხეილ ჯანელიძე.ჩემი დიდი წინაპარი(მიხეილ ჯანელიძე) იყო ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის არქიდიაკვანი 10 წლის განმავლობაშიბაში. იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მას სიცოცხლის უკანსკნელ წლებში ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტობა ჩააბარა.ამ ღირსებაში არქიმანდრიტი ჯანელიძე ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1889წ და იქვეა დაკრძალული.
Deleteჩემთვის ასევე ცნობილია ჭელიშის უდაბნოში მოღვაწე სხვა ბერების შესახებ. ღვდელმონაზონი ანტონი-1882წ.
ReplyDelete